ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ დღეს მგზავრებს საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებლით უფასო მომსახურებას სთავაზობს.
კომპანიის ინფორმაციით,უფასოდ გადაადგილება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებაზე მოძრავი მატარებლებით:
მატარებელი ნომერი – 606/605 თბილისი-ნიქოზი- თბილისი; ნომერი 611/612 თბილისი-სადახლო-თბილისი; მატარებელი ნომერი 613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; ნომერი 618/617თბილისი-ბორჯომი-თბილისი; მატარებელი ნომერის 633/634 ქუთაისი I-საჩხერე-ქუთაისი I; ნომერი 635/636 ქუთაისი I-საჩხერე-ქუთაისი I; ნომერი 677/678 ქუთაისი I-თბილისი-ქუთაისი I ; მატარებელი ნომერი 684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; ნომერი 686/685 თბილისი-ბორჯომი- თბილისი; ნომერი 698/697 ქუთაისი-ზუგდიდი-ქუთაისი.
გარდა ამისა, მგზავრობა უფასოა მიმართულებებზე: მატარებელი ნომერი 6314/6313 ქუთაისი I-სამტრედია- ქუთაისი I; ნომერი 6323/6324 ქუთაისი I-ტყიბული-ქუთაისი I; მატარებელი ნომერი 6325/6326 ქუთაისი I-ტყიბული- ქუთაისი I; ნომერი 6372/6371 ქუთაისი I-წყალტუბო-ქუთაისი II; მატარებელი ნომერი 6374/6373 ქუთაისი II-წყალტუბო-ქუთაისი II; ნომერი 6376/6375 ქუთაისი II-წყალტუბო-ქუთაისი II; მატარებელი ნომერი 6378/6377 ქუთაისი II-წყალტუბო-ქუთაისი I; ნომერი 6413/6414 თბილისი-გარდაბანი-თბილისი; მატარებელი ნომერი 6415/6416 თბილისი-გარდაბანი-თბილისი.
ასევე, მგზავრებს დღეს უფასოდ გადაიყვანს მატარებელი ნომერი 6446/6445 ხაშური-ზესტაფონი-ხაშური; ნომერი 6448/6447 ხაშური-ზესტაფონი-ხაშური; ნომერი 6603/6604 თბილისი-აეროპორტი-თბილისი და მატარებელი ნომერი 6607/6608 თბილისი-აეროპორტი-თბილისი.