2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 28,5 პროცენტით გაიზარდა და 1,593 მლრდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა. აქედან წმინდა ექსპორტი, 1,148 მლრდ აშშ დოლარია და 16,3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცით, მთავარი საექსპორტო პროდუქტის ათეული ისევ უცვლელი რჩება. საქართველოდან უცხო ქვეყნის ბაზრებზე ყველაზე მეტი სპილენძის მადნები გადის (242,2 მლნ. აშშ დოლარი), შემდეგია ფეროშენადნობები (186 მლნ. შშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (163,5 მლნ. აშშ დოლარი), ღვინო (88,7 მლნ. აშშ დოლარი), მედიკამენტები (64 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (62 მლნ. შშ დოლარი), სიგარები და სიგარეტები (53,7 მლნ. აშშ დოლარი), აზოტოვანი სასუქები (53 მლნ აშშ დოლარი), ოქრო (586,2 მლნ. აშშ დოლარი).
მთავარი საექსპორტო ქვეყნებია – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, აშშ, გერმანია, ბულგარეთი, საფრანგეთი.
რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევში, წინა წელთან შედარებით ზრდა 23 პროცენტია.
მთლიანობაში, იანვარ-ივნისში ქვეყანაში 4,394 მლრდ. აშშ დოლარის უცხოური პროდუქტი შემოვიდა. იპორტირებული პროდუქტების ათეულშია – ნავთობი და ნავთობპოდუქტები (402 მლნ. აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (272,9 მლნ. აშშ დოლარი), სპილენძის მადნები – (181 მლნ. აშშ დოლარი), ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები (163 მლნ. აშშ დოლარი), მედიკამენტები (155,8 მლნ. აშშ დოლარი), სატელეფონო აპარატები (92 მლნ. აშშ დოლარი), ძრავები (76 მლნ. აშშ დოლარი), გამომთვლელი მანქანები (74,8 მლნ. აშშ დოლარი), სიგარები და სიგარეტები (63,5 მლნ. აშშ დოლარი), ხორბალი (53,3 მლნ. აშშ დოლარი).
იმპორტი ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან, უზბეკეთიდან ხორციელდება.
საერთო ჯამში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5,985 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც 24,3 პროცენტით აღემატება შარშანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი, 46,8 პროცენტია.