საგარეო უწყება - საქართველომ „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები
საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები, – ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კითხვას, რატომ არ შეუერთდა საქართველო „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში 50 პროცენტამდეა გაზრდილი.
„საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერ წელიწადში მკვეთრად – 50 პროცენტამდეა გაზრდილი“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ ჩრდილოეთ კორეისა და არაღიარებული დნესტრისპირეთის ლიდერების მიმართ სანქციების ვადის გახანგძლივებას. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. მაგნიტსკის სიის მოქმედების ვადის სამი წლით გახანგრძლივებას.