საგარეო უწყება - საქართველო მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით
საქართველო მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველო დაინტერესებულია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფით და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს ორ მეზობელს შორის მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.