საგარეო უწყება - საქართველო ძლიერად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად დგას
უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ უკრაინაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევით დაწყებული სამხედრო აგრესიიდან. საქართველო ძლიერად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველი ხალხი დგას მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.