საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ელჩი ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში დაიბარეს, სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში დაიბარეს.
მათივე ცნობით, ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში, რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან.
„ელჩის დაბარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში, რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემაზე. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე უზიარებს გერმანულ მხარეს ინფორმაციას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.