საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თსუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თსუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, ხელშეკრულება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნება.

„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუდენტური ესეების კონკურსი გამოცხადდება, იქნება ერთობლივი მუშაობა საარქივო მასალებზე, ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში, რათა სრულად იქნას წარმოჩენილი ის საქმიანობა, რომელიც საქართველოში ყველამ ერთად გავიარეთ. ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი ნაბიჯები, რომელიც მართლაც სამაგალითო იყო. ძალიან ხშირად ამას ვუწოდებთ სამ ნაბიჯს დამოუკიდებლობის მიმართულებით. პირველი ნაბიჯი გახლავთ ავტოკეფალიის აღდგენა. მეორე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნა. მესამე ნაბიჯი – ეს იყო 26 მაისი 1918 წლის დამოუკიდებლობის აღდგენა, პოლიტიკური განაცხადი იმისა, რომ ეს ერი არის თავისუფალი,  აქვს თავისი ხედვა, უნარი და საშუალება,  იცხოვროს დამოუკიდებლად”, – განაცხადა შერვაშიძემ.