საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისიდან მინსკში გუშინ ელჩი გაფრინდა
ბელარუსის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს საქარათველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში, ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო, საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.
ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.
შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.
ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად. იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.