საქართველო-რუსეთის ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებენ.