საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო მზადყოფნას გამოთქვამენ, დეპორტირებულთა უფლებების დარღვევაზე რეაგირება მოახდინონ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინაში საქართველოს საელჩო გამოთქვამენ მზადყოფნას დეპორტირებულთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინონ.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-საკონცულტაციო სამმართველოს უფროსმა გრიგოლ მაგრაქველიძემ განაცხადა.
“ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია დაკავშირებულია უკრაინის უსაფრთხოების საკითხებთან, რის გამოც ნაკლებად არის დეტალიზებული ინფორმაცია მიზეზებთან დაკავშირებით. ასევე როგორც მოგეხსენებათ ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდნენ საქართველოში მათ გააკეთეს განცხადებები, მათი შესაძლო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. გვინდა ვთქვათ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინაში საქართველოს საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება ამ უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა გრიგოლ მაგრაქველიძემ.