საგარეო საქმეთა მინისტრი 19 თებერვალს პარლამენტის წინაშე წარდგება
საგარეო საქმეთა მინისტრი 19 თებერვალს პარლამენტის წინაშე წარდგება

პარლამენტში მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მოუსმენენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი 19 თებერვალს საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარდგება.

მიხეილ ჯანელიძე საგარეო უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგარეო პოლიტიკურ საკითხებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრებს.