საგარეჯოში მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა
საგარეჯოში მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 70-წლამდე ასაკის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე დაჭრილია მისი ცოლიც.

მეზობლების თქმით, კაცმა ჯერ შვილსა და რძალს ესროლა, შემდეგ კი დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.

ადგილობრივების განცხადებით, მის დასაკავებლად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება გახდა საჭირო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცი დაკავებულია და შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.