საგარეჯოში მკვლელობა მოხდა.
საგარეჯოში მამაკაცმა სანადირო თოფით, ამავე ქალაქში მცხოვრები მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილებს წარსულში დაპირისპირება ქონდათ.
1952 წელს დაბადებულმა მამაკაცმა , ხორცის მაღაზიის გამყიდველი 1948 წელს დაბადებული მამაკაცი მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე თავი მოიკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.