საგარეჯოს მერი აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ
საგარეჯოს მერი ავთანდილ გულიკაშვილი აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, როგორც ავთანდილ გულიკაშვილმა აღნიშნა, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი 20 იანვარს გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაიჭრა ხუთი პირი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.