საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და ნამქერის გამო, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ20-კმ34 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით, და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.