საგანგებო სიტუაციების სამსახური​ - ​სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია
საგანგებო სიტუაციების სამსახური​ - ​სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია

​სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკ-ზონების მონიტორინგს.

​11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.

​სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია.

​პრევენციის მიზნით, გუშინ ღამე ორი სოფლის წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულები არიან იმერეთის რეგიონისა და თბილისის თანამშრომლები. ​ამასთან, აჭარის ა/რ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ შესულა. შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, 2 მეტრს მიაღწიოს.