საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, 90-მდე შეტყობინება დაფიქსირდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 90-მდე შეტყობინება დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მაშველებმა გამოძახებებზე მოახდინეს რეაგირება და ამ ეტაპზე პრობლემების ნაწილი აღმოფხვრილია, ნაწილზე კი შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსკოვის გამზირის 15 ნომერში ძლიერი ქარის შედეგად ხე მოტყდა, რომელიც გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შემთხვევის შედეგად დროებით შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა.