საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ სამ მთამსვლელთან კომუნიკაცია შედგა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ სამ მთამსვლელს შორის კომუნიკაცია შედგა, – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მთამსვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთამსვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას.
სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან 6 მთამსვლელიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს.