საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოხალისეთა სისტემის განვითარებაში აშშ დაეხმარება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოხალისეთა სისტემის განვითარებაში აშშ დაეხმარება

აშშ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოხალისეთა სისტემის განვითარებაში დაეხმარება, – ამის შესახებ აშშ-ის ჯორჯიის შტატის გენერალმა რეჯინალდ ნილმა შალვა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე 5-წლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, სადაც აღინიშნა, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების“ კანონის მიღების შემდეგ სამსახური სწრაფი ტემპით ვითარდება.

“5-წლიანი გეგმა ფოკუსირებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე: ესაა ინსტიტუციური განვითარება, ადამიანური რესურსების გაძლიერება, ტექნოლოგიების განვითარება, ინფრასტრუქტურის, სპეცტექნიკა და აღჭურვილობის განახლება”, – აღნიშნა შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

​გენერალმა რეჯინალდ ნილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 5-წლიანი გეგმის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.

“ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მოხალისეების სისტემა და ალტერნატიული არასამხედრო სამსახური. ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, ამერიკული მხარე ეცდება საქართველოს ამ სისტემის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს”, – განაცხადა გენერალმა რეჯინალდ ნილმა შალვა ხუციშვილთან შეხვედრაზე.