საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დამატებითი პრევენციული საშულებები გადაეცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობისგან სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები – 500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე და 22 ერთეული შესაწამლი აპარატი, ასევე, სამი ერთეული საველე კარვის გათბობის აპარატი გადაეცა.
შსს-ს ინფორმაციით, აღჭურვილობას სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებისთვის გამოიყენებენ.
პროექტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.
პოლონეთის ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩს და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის წარმომადგენელ იუსტინა კუცუკს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა უმასპინძლა.