საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2019 წლის პირველი იანვრიდან სასწავლო ცენტრი ექნება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2019 წლის პირველი იანვრიდან სასწავლო ცენტრი ექნება. აღნიშნული ცენტრის შექმნა გათვალისწინებულია „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტით, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ცენტრი განახორციელებს სამსახურში მისაღები პირებისა და მოქმედი მოსამსახურეების სპეციალურ პროფესიულ მომზადება/გადამზადებას.
საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეფორმას აპირებს და ამ მიზნით, უწყების სტატუსი იცვლება. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სახით ყალიბდება, რომელიც ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრისა და შს სამინისტრის წინაშე იქნება.