საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან მოზარდი უვნებლად ამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად ამოსვლა.
მათივე ცნობით, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.