საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის სამმართველოს ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს ორი ახალი სამაშველო და ერთი სახანძრო მანქანა გადაეცა.
ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში სწრაფი გადაადგილებისთვის და გააჩნია ძლიერი ტექნიკური მახასიათებლები. უახლოეს მომავალში კი, მეხანძრე-მაშველებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, სრულად განახლდება მათი სამუშაო ფორმებიც.
როგორც უწყებაში ახადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეტაპობრივად უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვა, მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის ზრდა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერება.