საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ვაფრთხილებთ მოსახლეობას, „ბათუმი არენის“ ტერიტორიაზე წვრთნები გამოიწვევს ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს შიშისა და საფრთხის საფუძველი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ვაფრთხილებთ მოსახლეობას, „ბათუმი არენის“ ტერიტორიაზე წვრთნები გამოიწვევს ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს შიშისა და საფრთხის საფუძველი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „ბათუმი არენის“ ტერიტორიაზე სიმულაციურ წვრთნებთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე „ბათუმი არენის“ ტერიტორიაზე, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, „ბათუმი არენის“ თანამშრომლებისთვის ჩატარდება სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება.

ღონისძიების მიზანია სწავლების მონაწილეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების, დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა.

სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირებას.

ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი“, – აღნიშნულია განცხადებაში.