საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ აღმოჩნდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ აღმოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლაში“ ნაღმის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შენობის დათვალიერება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა იქ ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ დაფიქსირდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ შენობა სავარაუდოდ იყო დანაღმული.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მეხანძრე-მაშველების მიერ უმოკლეს დროში მოხდა შენობის ევაკუაცია. შესაბამისი სამსახურების მიერ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შენობის დათვალიერება. შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ დაფიქსირდა.

ადგილზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.