საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება, რომლის ადგილმონაცვლე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქნება.
აღნიშნულ ცვლილებას ის საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს უკავშირდება.
პროექტით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა, რომელსაც ოპერატიული ფუნქციები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება.
ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებების ფარგლებში, საკანონმდებლო დონეზე ასევე უქმდება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – ეკონომიკური საბჭოც.
„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საბჭო დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს”, – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.