საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მეხანძრე-მაშველის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ მეხანძრე-მაშველს გეგმური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რა დროსაც დადებითი პასუხი მოვიდა. მანამდე, აღნიშნულმა პირმა გეგმური შემოწმება ორი კვირით ადრე გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო.
მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და ჩატარებული აქვთ ტესტირება.
„შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.
მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები. იგი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს დაუდასტურდა.