საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გაერო-ს წარმომადგენლობა ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გაერო-ს წარმომადგენლობა (DMCT) ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ.
შეთანხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს გიორგი მღებრიშვილსა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შორის შედგა.
უწყების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს, საქართველოში ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბებას, რომლის მეშვეობითაც უმოკლეს ვადებში იქნება შესაძლებელი საგანგებო სიტუაციით გამოწვეული საჭიროებების შეფასება და ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი მობილიზება როგორც ქვეყნის შიგნით არსებული რესურსებით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
ამასთან, მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის სხვა ფორმებიც განიხილეს და კონკრეტული სამოქმედო გეგმაც შეიმუშავეს.