საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - აბაშის ორ სოფელში წყლის დონემ დაიკლო და არცერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - აბაშის ორ სოფელში წყლის დონემ დაიკლო და არცერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება

აბაშის სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არცერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე, როგორც უწყებაში განმარტავენ, გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

„პრევენციის მიზნით, სოფლებში წყემსა და ზანათში რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.