საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი წლის ღამეს, მოსახლეობის მიერ ხდება დიდი რაოდენობით პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენება და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად იზრდება კონკრეტული პირის, ან შენობა-ნაგებობის დაზიანების საფრთხე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები, რეკომენდირებულია:

• არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში;

• სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს“ მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდურეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე;

• გაეცნოთ პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას;

• თავისუფალი გაყიდვისათვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე, შეინახეთ სახანძრო- უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;
ამასთანავე, მნიშვნელოვნად იზრდება შენობა-ნაგებობების დაზიანების საფრთხეც. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით:

• არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას;

• ნუ დადებთ ღია აივანზე ნივთებს, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი სწრაფად მოედოს“,-აღნიშნულია განცხადებაში.