საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სპეციალური რეისით სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სპეციალური რეისით სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, COVID-19-ით დაინფიცირდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, გადავწყვიტეთ ისინი მკურნალობის გასაგრძელებლად სამშობლოში დაგვებრუნებინა. მადლობას ვუხდით ჩვენს სომეხ კოლეგებს თანამშრომლობისთვის“,- წერს თალაკვაძე.
ამასთან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სომხეთიდან გადმოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის და ისინი მკურნალობას აგრძელებენ.