საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის ცენტრში ადამიანები შეკრიბა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, დღეს ხალხმრავლობა იყო ზუგდიდის ცენტრში.
ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამედიცინო პირბადეები უფასოდ დაარიგეს და მოქალაქეები ამის გამო შეკრიბეს.
ზუგდიდის ცენტრში დღეს გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.