საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კუს ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება
საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კუს ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება

კუს ტბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კუს ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება.

„ჩვენი, როგორც კუს ტბის ადმინისტრაციის მიერ სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას.

იმის გამო, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კუს ტბამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და კვლავ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში, მიუდგეთ დღევანდელ სიტუაციას პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის“, – აღნიშნულია კუს ტბის ადმინისტრაციის განცხადებაში.