საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას პარლამენტი საგანგებო სხდომაზე უყრის კენჭს
საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას პარლამენტი საგანგებო სხდომაზე უყრის კენჭს

პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას დღეს საგანგებო სხდომაზე უყრის კენჭს.

საგანგებო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას გუშინ მოაწერა ხელი. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს მთავრობამ მიმართა.

პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელმოწერების გამო, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და ძალადაკარგულად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ საკანონმდებლო ორგანო სიითი უმრავლესობით არ დაამტიცებს.

ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერს.