საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ბათილად ცნობას ითხოვენ
საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ბათილად ცნობას ითხოვენ

საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ბათილად ცნობას ითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საინიციატივო ჯგუფის წევრმა, შოთა გლურჯიძემ განაცხადა, გაფორმებული მემორანდუმი კანონსაწინააღმდეგოა და კოლექციის დაყოფას გამოიწვევს.

მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფის წევრები გეგმავენ წერილით მიმართო პრემიერ-მინისტრსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

„ეს ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს საპატრიარქოსა და ეროვნული მუზეუმს შორის. მემორანდუმს ისეთი სათაური აქვს „მართლმადიდებული საეკლესიო საგანძურის დაცვის ერთობლივი მემორანდუმი“.  ჩვეულებრივ მოქალაქეს უჩნდება განცდა, რომ არის დადებითი, რეალურად ეს ითვალისწინებს, რომ მოხდეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისა და საგანძურის გაყოფა. ამ ზრუნვის ქვეშ იგულისხმება, რომ განცალკევდეს საეკლესიო ნივთები სხვა კოლექციიდან და ამის შედეგად მოხდეს ის, რისთვისაც იბრძვის დავით ლორთქიფანიძე, მოხდეს დაყოფა და სხვადასხვა მუზეუმებში გადანაწილდეს კოლექცია. ამას ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონი მუზეუმების შესახებ და არსებული რეგულაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ შევძლებთ გავასაჩივროთ, რადგან არის ორი მხარის მიერ დადებული ხელშეკრულება. ჩვენ მოვთხოვთ ორივე მხარეს, რომ თავადვე გააუქმონ ეს ხელშეკრულება. დღეს მივმართავთ პრემიერ-მინისტრსა და პატრიარქს რადგან ისინი მხარეები არიან და ერთ-ერთ მათაგანი თუ მოითხოვს, ავტომატურად გაუქმდება“, – განაცხადა შოთა გლურჯაძემ.