საგამოძიებო სამსახურში კომპანია MasterCard/Ciphertrace-ის რეგიონულ მენეჯერებთან შეხვედრა გაიმართა
საგამოძიებო სამსახურში კომპანია MasterCard/Ciphertrace-ის რეგიონულ მენეჯერებთან შეხვედრა გაიმართა

საგამოძიებო სამსახურში გაიმართა შეხვედრა კომპანია MasterCard/Ciphertrace-ის რეგიონულ მენეჯერებთან, სებასტიენ ვეილანტთან და დავით ზღუდაძესთან. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები და მიმოიხილეს ვირტუალური აქტივის გამოყენებით ფულის გათეთრების გამოვლენასთან დაკავშირებული გამოწვევები, მის გადასაჭრელად საჭირო თანამედროვე მიდგომები და ტექნიკური შესაძლებლობები.

აგრეთვე, მხარეებმა განიხილეს ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები, სპეციალისტთა პრაქტიკული გადამზადების და ბლოკჩეინში განხორციელებული ციფრული ჩანაწერების ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასთან დაკავშირებით, რა მიმართულებითაც აქტიური კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.