საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებთან დაკავშირებით შევიდნენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებთან დაკავშირებით შევიდა.
როგორც პირველ არხს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ არ მისცა მუშაობის შესაძლებლობა, რის გამოც დახმარებისთვის შსს-ს მიმართეს. ოფიციალურ განცხადებას უწყებაში საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სოფლებში პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავადაა შესული.