საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობილ აფთიაქებში თერაპიული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ.
„საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამწლამდე“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.