საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მის სარგებლობაში არსებული ევაკუატორით ახორციელებდა აზერბაიჯანის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვას, დამატებითი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მალულად განათავსა არადეკლარირებული საქონელი და შეეცადა საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით გადატანას“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონელი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება აღემატება 15 000 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს საქართველოს სისხლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.