საგამოძიებო სამსახურმა არალეგალურად მოქმედი აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა არალეგალურად მოქმედი აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ერთ – ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე, ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები – „პოკერი“ და ე.წ. „რულეტკა.“ აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა შევიდოდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.