საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი - საგამოძიებო სამსახურის მიზანია სააკაშვილის საქმეზე ობიექტური, ღია, გამჭვირვალე გამოძიების წარმოება და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხების გაცემა
საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი - საგამოძიებო სამსახურის მიზანია სააკაშვილის საქმეზე ობიექტური, ღია, გამჭვირვალე გამოძიების წარმოება და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხების გაცემა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზანია საქმეზე ობიექტური, ღია და გამჭვირვალე გამოძიების წარმოება და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხების გაცემა, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, ვასილ კაკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სააკაშვილის საქმეზე აქვს გამოძიების კონკრეტული გეგმა და ყველაფერი კეთდება ამის შესასრულებლად.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება თმისა და ფრჩხილის საფუძველზე. ჩვენ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ მიხეილ სააკაშვილს თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღება და, თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი კვლევის ჩატარება. ხაზი მინდა გავუსვა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზანია საქმეზე ობიექტური, ღია და გამჭვირვალე გამოძიების წარმოება და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხების გაცემა“, – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.