საფრთხის გამო, აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტი რუსეთში ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს აღარ გაგზავნის
საფრთხის გამო, აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტი მიმდინარე წელს რუსეთში ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს აღარ გაგზავნის.
აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს საზაფხულო სტაჟირებაზე მოსკოვის კარნეგის ცენტრში აღარ გაემგზავრებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული, რომელმაც წლის დასაწყისში იმ სახელმწიფოთა ახალი სია შეადგინა, რომელშიც მოგზაურობა საფრთხის შემცველია აშშ-ის მოქალაქეებისთვის.
ამერიკელი მაღალჩინოსნების შეფასებით, რუსეთი „სახიფათო ქვეყნების“ მესამე ჯგუფში მოხვდა. მიზეზი ტერაქტების რისკი და ადგილობრივი მოსახლეობისა და სამართალდამცველების მხრიდან აგრესიაა.
სტენფორდის უნივერსიტეტმა ანალოგიური შეზღუდვა არეულობების გამო 2016 წელს სტამბოლზეც დააწესა.