საფრანგეთთან გაფორმებული კონტრაქტის დასრულების გამო, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წელს, სავარაუდოდ, 12 მილიონი ლარით შემცირდება. მიმდინარე წელს გათვალისწინებული 802 მილიონი ლარის ნაცვლად, მომავალ წელს 790 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შემცირება საფრანგეთთან გაფორმებული კონტრაქტის დასრულებითაა გამოწვეული.
„ამ ეტაპზე გრძელდება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და გადამუშავებულ ვარიანტში განხორციელდება სამინისტროს ასიგნებების კორექტირება“, – აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.