ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად დღეს საფრანგეთში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების” მორიგი აქციები დაგეგმილი. ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი” ავრცელებს.
აქციის მონაწილეები პოლიციასთან შეტაკების დროს დაშავებული აქტივისტიტის მხარდასაჭერად გეგმავენ შეკრებას. ყვითელჟილეტიანები სოლიდარობას გამოუცხადებენ 73 წლის აქტივისტს, რომელმაც გასულ კვირის აქციების დროს ტრავმა მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციები გაიმართება პარიზში, ბორდოსა და სხვა ქალაქებში.
ისინი პრეზიდენტ მაკრონისგან ითხოვენ, გააუმჯობესოს სამუშაო პირობები, შეცვალოს არსებული საგადასახადო პოლიტიკა ან დატოვოს თანამდებობა.