საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციაზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა. დაკავებულია სულ მცირე 35 მანიფესტანტი.
აქცია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა, ნანტში გაიმართა. დემონსტრაციაში 1800 ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც ნანტში, პოლიციაში აცხადებენ, მიტინგზე მომხდარი შეტაკების დროს დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც.
ნანტში გამართული აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა, პოლიციის ოპერაციის დროს მოკლული 24 წლის სტივ კანისოს საქმის სამართლიანია გამოძიება იყო. თავდაპირველად მიტინგი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა, მოგვიანებით მანიფესტანტების ნაწილმა პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინა. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.
ნანტის გარდა, ყვითელჟილეტიანების რიგით 44-ე მარში პარიზში, მონპელიეში, ბორდოში, ლიონსა და მარსელშიც გაიმარათა. ამ ქალაქებში მანიფესტაციები მშვიდობიანად დასრულდა.