საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.
კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, 12:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 25,90 პროცენტი შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი 7,47 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით და 6,09 პუნქტით მეტია სამი კვირის წინ ევროპარლამენტის არჩევნებთან შედარებით.
საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.