საფრანგეთში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დაპირისპირება კომპიენში მოხდა. სტუდენტები აპროტესტებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სკოლები და უნივერსიტეტები კვლავ გაიხსნა.
სტუდენტები მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ჯანმრთელობისთვის საშიშია.
პოლიციის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას ოთხი სტუდენტი დააკავეს. შეტაკეების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტების ნაწილის ქცევა მიუღებელი იყო.
„ბიბისის“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, როგორ ცდილობენ ახალგაზრდები პოლიციის ავტომობილების გადაბრუნებას. კომპიენის მერი, ფილიპ მარინი მომხდარს გმობს და დემონსტრანტების ქცევას პოლიციაზე თავდასხმად აფასებს.
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი კარანტინი დაწესდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტბი ღიაა. კვირას ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 86 852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.