საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საყოველთაო აქცია დაიწყო. აქცია პროფესიული კავშირების მიერ არის ორგანიზებული.
პარიზში, პრეზიდენტის სასახლის წინ პოლიციამ ბარიკადები აღმართა.
პარიზის გარდა, აქციები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქშიც არის დაგეგმილი.
პარალელურად პარიზში გაფიცვა გრძელდება. არ მუშაობს მეტროს რვა ხაზი. აეროპორტებში რამდენიმე ავიარეისი გადაიდო. მუშაობა შეაჩერა ეიფელის კოშკმაც.
აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ დაგეგმილ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. ამ ეტაპზე, საფრანგეთში 42 საპენსიო სისტემა მუშაობს. ემანუელ მაკრონის მთავრობას ერთი, უნივერსალური სისტემის დანერგვა სურს, რომელიც ქულათა პრინციპზე იქნება დაფუძნებული.