საფრანგეთში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა გაფიცვა გრძელდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ქვეყნის დედაქალაქში 600-კილომეტრიანი საცობია. არ მუშაობს მეტროპოლიტენის დიდი ნაწილი.
საფრანგეთის უნივერსიტეტების უმეტესობაში ახლა გამოცდების პერიოდია. შექმნილი ვითარების გამო, რამდენიმე უნივერსიტეტმა გამოცდები გადადო.
გაფიცვის მონაწილეები, მთავრობის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. ამ ეტაპზე საფრანგეთში 42 საპენსიო სისტემა მუშაობს. მაკრონის მთავრობას ერთი, უნივერსალური სისტემის დანერგვა სურს, რომელიც ქულათა სისტემაზე იქნება დაფუძნებული.