საფრანგეთში სამართალდამცველებსა და მიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა
საფრანგეთის ჩრიდლოეთით მდებარე ქალაქ კალეში, სამართალდამცველებსა და მიგრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად სპეცრაზმის ოთხი წევრი დაშავდა.
სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მიგრანტები ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ერთ-ერთ კომპანიაში შეიჭრნენ.
კალეში მიგრანტთა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანაკია განთავსებული. აქ 350-დან 420 ათასამდე ადამიანი აფარებს თავს.